ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი - ისრაელი ირანიდან ღრუბლებს იპარავს

ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა გოლამ-რეზა ჯალალიმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მეტეოროლოგიურ ომს აწარმოებს. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA იუწყება.

როგორც პრესკონფერენციაზე ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „სიონისტური მტერი კლიმატის მანიპულირებას ახორციელებს და ხელს უშლის ნალექის წარმოქმნას“.

მისივე თქმით, „ისრაელი ირანიდან ღრუბლებს იპარავს“.

„კლიმატური ცვლილებები ირანში ეჭვებს იწვევს. სახეზეა გარე ძალების ჩარევა. ისრაელმა და ჩვენს რეგიონში კიდევ ერთმა სახელმწიფომ თავიანთი ძალები გააერთიანეს და იმაზე მუშაობენ, რომ ირანის თავზე ღრუბლებმა წვიმა არ მოიტანონ“, - განაცხადა გენერალმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანში გვალვის მიზეზს გარე ძალებში ეძებენ. კერძოდ, 2011 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ევროპა დაადანაშაულა სპეციალური მოწყობილობების გამოყენებაში, რაც, მისი თქმით, წვიმის მოსვლას ევროპის თავზე იწვევდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა