გერმანიის შს მინისტრმა და ანგელა მერკელმა საიმიგრაციო საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა და გერმანიის კაცლერმა ანგელა მერკელმა საიმიგრაციო საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ გერმანიის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა.

„ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ და „ქრისტიანულ-სოციალურ კავშირმა“ შეთანხმებას მიაღწიეს მომავალში თუ როგორ აიცილონ თავიდან არალეგალური მიგრაცია გერმანიისა და ავსტრიის საზღვარზე“, - განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს შს მინისტრის თანამდებობის დატოვებას.

თავის მხრივ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მხარეებმა კარგ კომპრომისს მიაღწიეს.

„გერმანიაში შეიქმნება სატრანზიტო ცენტრები დევნილებისთვის. შედეგად, ევროკავშირში პარტნიორობის სულისკვთება შენარჩუნდა და ამავდროულად გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა მეორადი მიგრაციის საკითხის დასარეგულირებლად“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

აღსანიშნავია, რომ თუ მხარეეები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, გერმანიის შს მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი გადადგომას გეგმავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა