თელავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საფლავები ყვავილებით შეამკეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ორკოდაშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საფლავები ყვავილებით და სანთლებით შეამკეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„1993 წლის 2 ივლისი თელავის მე-7 ბატალიონისთვის მტკივნეული და ამავდროულად საამაყო თარიღია. ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ 6 სადესანტო გემიდან გადმოსხა სპეცდანიშნულების ჯარები აფხაზეთის ტერიტორიაზე და ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად თავს დაესხა ქართულ არმიას. სოფელ ტამიშთან ერთ-ერთი პირველი დახვდა მტერს თელავის მე-7 ბატალიონი, რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მოწინააღმდეგეს და სრულიად გაანადგურა თავდამსხმელები. 12 ივლისს ტერიტორია გაწმენდილი იყო მტრისგან, თუმცა 7 ვაჟკაცი გამოაკლდა ბატალიონს, ხოლო ბევრი მათგანი მძიმედ დაიჭრა. ღმერთმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა