ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც კვირიკაშვილის იყო

ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც კვირიკაშვილის იყო ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრ ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.

„ევროპული საქართველო“ მხარს ვერ დაუჭერს ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს იმიტომ, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც კვირიკაშვილის მიერ დეკემბერში განხორციელებული, რომელსაც არანაირი სასიკეთო შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ მოჰყვა,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

4 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პირველი მოსმენით მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებენ. დღეს კი განხილვები კომიტეტებში დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს