სპეციალისტები მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ზაფხულის ცხელ დღეებში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, მაღალი ტემპერატურის დროს, მზის ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, არსებობს დამწვრობის მიღების რისკები. კერძოდ, სითბური დაკვრა ან მზისმიერი დამწვრობა.

„შუადღის პერიოდში ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ დიდი ფიზიკური აქტივობისაგან და შეეცადონ ჩრდილში იყვნენ, სადაც მათი ყოფნა სხეულისთვის უფრო კომფორტული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია წყლის მიღების რეჟიმის დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ მაღალი ტემპერატურის დროს სასმელი წყალი ადეკვატური რაოდენობით უნდა მიიღონ. აქ საუბარი არ არის გაზიან, ან კოფეინიან სასმელებზე, მით უფრო ალკოჰოლიან სასმელებზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ბავშვებს, მათ აქტივობას და წყლის მიღებას, რადგან ისინი ამას თავად ვერ აკონტროლებენ თუ სად უნდა იყვნენ და როგორ უნდა მოიქცნენ ცხელ პერიოდში“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, შუადღისას მშობლებმა ბავშვები გარეთ ყოფნას და ფიზიკურ აქტივობას უნდა მოარიდონ, შეეცადონ ჰყავდეთ ჩრდილში. შესაბამისად, მათი გასეირნებაც და ფიზიკური აქტივობაც დილა-საღამოს უნდა მოხდეს.

ზახაშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვებს უნდა ეცვათ თხელი, ღია ფერის ფართე სამოსი.

ზახაშვილმა ლეიშმანიოზის დაავადების საფრთხეზე ისაუბრა, რომელიც მწერების ფლებატომუსის კბენის შედეგად ვრცელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა