საქართველოში წითელას შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

წითელას ინფექციის საქართველოში საყოველთაო გავრცელებამ და შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წითელას შემთხვევები ყოველდღიურად 5-10 ერთეულით მატულობს, წითელათი ორი ბავშვი გარდაიცვალა, რომელთაგან ერთი 1 წლამდე ასაკის იყო, ხოლო მეორე მოზარდი.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, არც ერთ მათგანს ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა, რადგან ერთი მათგანი 1 წლამდე იყო და ვაქცინაციის პერიოდი არ უწევდა, ხოლო მეორეს დატვირთული ანამნეზის ფონის გამო აცრა არ ჩატარებია.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, წითელა ძირითადად ვლინდება ბავშვებსა და 40 წელს ზემოთ პირებს შორის.

„ეს ორი არაიმუნური ფენაა საქართველოში, რომელიც იოლად ავრცელებს ინფექციას. 12 თვის ასაკში კეთდება პირველი ვაქცინაცია, უფრო ადრე ვაქცინის ჩატარების რეკომენდაცია არ არის“, - განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ვაქცინა უფასოა. ბოლო პერიოდში მიმართვიანობა აცრებზე გარკვეულწილად გაიზარდა. თუმცა წითელას შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის.

ზახაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონში მოსახლეობის ვაქცინაცია მაქსიმალურად მოცულია და შესაბამისად, იქ დაავადების კლების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა ყველაზე პრობლემური რჩება თბილისი, სადაც 40 წლამდე მოსახლეობა ვაქცინაციას არ იტარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა