დიდი ბრიტანეთის 40 სკოლაში, ტრანსგენდერების უფლებების დაცვის ფარგლებში, გოგონებს კაბის ტარება აეკრძალათ

დიდი ბრიტანეთის 40 სკოლაში, ტრანსგენდერების უფლებების დაცვის ფარგლებში, გოგონებს კაბის ტარება აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

სკოლების ადმინისტრაციების განცხადებით, აღნიშნული ზომა იმ მოსწავლეებს დაეხმარებათ სქესის განსაზღვრაში, ვინც ჯერ თავის თავს არც ერთ სქესს არ მიაკუთვნებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პირველი სკოლა, სადაც გოგონებს კაბის ტარება აეკრძალათ, აღმოსავლეთ სასექსში, ქალაქ ლიუისში იყო, სადაც გასული წლის სექტემბრიდან ყველა გოგონა ვალდებულია სასწავლო დაწესებულებაში შარვლით იაროს.

„სკოლაში ფორმის შეცვლის მიზეზი თანასწორობასა და თავაზიანობას უკავშირდება. ახლა ჩვენი ყველა მოსწავლე ერთნაირი ფორმით დადის. ეს გაცილებით კეთილგონიერი ნაბიჯია და ამცირებს უფლებების დარღვევას. ეს გენდერულად ნეიტრალური ფორმაა და ჩვენ დიდ ხანს ვფიქრობდით ამაზე“, - განაცხადა ქალაქ ლიუისში მდებარე სკოლის დირექტორმა, ტონი სმითმა.

Daily Mail ასევე აღნიშნავს, რომ რიგი სკოლების მოსწავლეების მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ სკოლების ადმინისტრაციას მათთან ეს ნაბიჯი არ შეუთანხმებიათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს