სამთავრობო უწყებებში პერსონალური ავტომანქანების შემცირება იგეგმება

მთავრობის განმარტებით, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, მმართველობითი ხარჯები კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თუმცა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით სხვა უფრო კონკრეტული ინფორმაცია ასახული არ არის.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების მნიშნველოვანი შემცირების ხარჯზე.

"კანონპროექტის მიღების შედეგად მთავრობის ახალი სტრუქტურის დაფინანსება გაგრძელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“ გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი, დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელი ეკონომია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით მოხმარდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად, სამომავლოდ გაგრძელდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირდება. დაინერგება თანამედროვე მიდგომები საჯარო უწყებების შიდა ადმინისტრირების მიმართულებით და მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების მნიშვნელოვანი შემცირების ხარჯზე", - ნათქვამია საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა