„სამართლიანი არჩევნები“ ნატო-ს სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ალიანსს საქართველოსთან მიმართებაში რეკომენდაციებით მიმართავს

ნატო-ში გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვანია MAP-ი, თუმცა, ჩვენი აზრით, ის თანამშრომლობის ფორმატები, ის პაკეტები, რომელიც საქართველოს უკვე აქვს, იმდენად ღრმაა, ესეც შეიძლება ავტომატურად იქცეს გაწევრიანების ინსტრუმენტად,- ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ცენტრის” ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს “ჰოლიდეი ინში“ განუცხადა, სადაც ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დისკუსია გაიმართა.

როგორც ბენიძემ აღნიშნა, ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააღრმავოს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა, რაშიც საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანია.

"ნატო-ს სამიტამდე ერთი კვირით ადრე წარმოვადგენთ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს ნატო-ში დაახლოებას და გაწევრიანებას შეეხება. ძირითადი რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააღრმავოს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა, რაშიც მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა. უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. ასევე, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობა. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, საქართველოს მისცემს საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს და დაჩქარდეს ალიანსში გაწევრიანების პროცესი. ბუნებრივია, გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვანია MAP-ი, თუმცა, ჩვენი აზრით, ის თანამშრომლობის ფორმატები, ის პაკეტები, რომელიც საქართველოს უკვე აქვს, იმდენად ღრმაა, ესეც შეიძლება ავტომატურად იქცეს გაწევრიანების ინსტრუმენტად.

ამ პოლიტიკის დოკუმენტის ადრესატები არიან ნატო-ში შემავალი ქვეყნები და ჩვენი პარტნიორები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს დოკუმენტი ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით არის წარმოდგენილი. ასევე, მნიშვნელოვანი მესიჯებია საქართველოს მთავრობასთან მიმართებაშიც, ასევე სხვა აქტორებთან მიმართებაშიც, რომლებიც ნატო-ს საკითხებზე მუშაობენ",- განაცხადა ბენიძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ცენტრმა“ ბრიუსელის წამყვან კვლევით ორგანიზაციასთან, „ევროპული პოლიტიკის ცენტრთან“ ერთად ნატო-საქართველოს პოლიტიკის მიმოხილვა წარმოადგინა - "10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ-რატომ უნდა გააორმაგოს ნატო-მ ფსონი საქართველოზე".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა