ზაზა სარალიძე შესაძლოა, დღეს შს მინისტრს შეხვდეს

ზაზა სარალიძე შესაძლოა დღეს შს მინისტრს გიორგი გახარიას და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ზაზა სარალიძის თქმით, გენერალური ინსპექციის უფროსს ის მოზარდების მკვლელობის საქმის მტკიცებულებებზე ესაუბრა.

"თავის სურვილით მოვიდა ეს ადამიანი ჩემთან შესახვედრად, ვისაუბრეთ იმ მტკიცებულებებზე, რა მტკიცებულებებიც არსებობს საქმის მასალებში. ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და მტკიცებულებებზე, რაც პროკურატურისა და შსს-ს მიერ გამოძიებულ საქმეშია უკვე. ამ მტკიცებულებებს ახლა გადავხედავთ ოფიციალურად და მიიღებენ გადაწყვეტილებას არის თუ არა მიხეილ კალანდია დასაკავებელი. სამინისტროში შევალ და გავაგრძელებთ კონსულტაციებს. მარტო შევხვდები, თუმცა შესაძლოა, ადვოკატსაც დავურეკო. შეხვედრაზე, ალბათ, წესით მინისტრიც უნდა იყოს. ყველას შევხვდები და ერთად გავივლით იმ ჩვენებებს, რაც მიცემული აქვთ კალანდიას წინააღმდეგ და თვითონ კალანდიას ჩვენებასაც გავეცნობით. ვინ არის შეხვედრის ინიციატორი ამ დეტალებზე ამ ადამიანთან არ მისაუბრია. როგორც კი მობრძანდება მინისტრი შევალ", - განაცხადა სარალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა