სოფიო კილაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ

სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ. მისი თქმით, ჭიაბერაშვილის მხრიდან სიღარიბეზე საუბარი უდიდესი სირცხვილია.

„ბატონო ზურა, ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, თუმცა სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთ წარმომადგენელს. უდიდესი სირცხვილია თქვენგან ამის გაკეთება. სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, კამათის ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური. კამათის ერთ-ერთი საგანი იყო ჭიაბერაშვილის მიერ სიღარებასთან დაკავშირებული განცხადებაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო