აკაკი ზოიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - მითები თქვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყევით - ჯანდაცვა თქვენ არ გინდათ, განათლება თქვენ არ გინდათ და დაგვანებეთ თავი

თუ თავადი კროპოტკინის მიმდევარი ბრძანდებით და ამის ეჭვი დიდი ხანია მაქვს, მაშინ დაიწერეთ, რომ ანარქია არის წესრიგის დედა და ევროპული ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს, - ასე მიმართა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ აკაკი ზოიძეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ. მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება, სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც მოიტანს იმას, რომ ნაკლები დანახარჯი წავა ადმინისტრაციაზე და უფრო მეტი მოხმარდება ადამიანს.

„თქვენ ეკონომიკური ზრდის პირობებში გეზრდებოდათ სიღარიბე. 2013 წლის შემდეგ სიღარიბე შემცირებულია. ცნობილი მითების შემქმნელია ბატონი ზურაბი. მცირე მთავრობა ნიშნავს იმას, რასაც გვთავაზობს ბატონი პრემიერი. ტყუილებს იძახით ბატონო ზურაბ. თქვენ რასაც ამბობთ, მაგას ჰქვია მცირე სახელმწიფო და არა მცირე მთავრობა. ადმინისტრაციული დანახარჯები, რომელიც არის 4.% და არა 27, 32 და რაღაც ციფრებს რომ იძახით და შემცირდება 3.9%-მდე. თქვენ რასაც იძახით, ეს არის ბიუჯეტის ზომა ეკონომიკის ზომასთან. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განკარგვადი და არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები ეს არ არის, ეს არის ხარჯები ჯანდაცვაზე, განათლებაზე, თავდაცვაზე, ეს არის ხარჯები, რისთვისაც სახელმწიფო გვაქვს. თუ თავადი კროპოტკინის მიმდევარი ბრძანდებით და ამის ეჭვი დიდი ხანია მაქვს, მაშინ დაიწერეთ, რომ ანარქია არის წესრიგის დედა და ევროპული ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს. ჯანდაცვა თქვენ არ გინდათ, განათლება არ გინდათ და დაგვანებეთ თავი. მცირე მთავრობა არის არა მხოლოდ სამინისტროების გაერთიანება, არამედ კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება, სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც მოიტანს, რომ ნაკლები დანახარჯი წავა ადმინისტრაციაზე და უფრო მეტი მოხმარდება ადამიანს. მითები ბატონო ზურაბ, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყევით“, - მიმართა ზოიძემ ჭიაბერაშვილს.

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, კამათის ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური. კამათის ერთ-ერთი საგანი იყო ჭიაბერაშვილის მიერ სიღარებასთან დაკავშირებული განცხადებაც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა