ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა და სასადილო. ასევე აშენებულია საკლასო ოთახების შენობა, სადაც ამ დროისთვის რემონტი მიმდინარეობს. დასრულებული შენობების შიდა ინტერიერი, სველი წერტილები, გათბობა-გაგრილების სიტემები სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ საჭირო სტანდარტს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის.

სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება. ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზე იქნება გათვლილი.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია შიდა გზების, გარე განათების, სამწყობრო მოედანის, საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და ლაზარეთის მშენებლობა.

ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი გაეცნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო