ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი- საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია

საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ცენტრის და ევროპული პოლიტიკის ცენტრის ნატო- საქართველოს პოლიტიკის მიმოხილვის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნატო-ს სამიტამდე ერთი კვირა რჩება. აქტიური მომზადება მიმდინარეობს ბრიუსელში. უამრავი საკითხია, რომლის განხილვა მოხდება. ამ საკითხებს შორის არის ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში და ასევე კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ალიანსი მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას. ამ კუთხით საქართველო ერთ-ერთი პარტნიორია, რომელიც ჩართული იყო ღია კარის პოლიტიკაში. ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია. ეს პოზიტიური გამოცდილება, რომელიც ურთიერთობებში გვაქვს, აღიარებული იქნება სამიტზე“, - აღნიშნა მან.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ცენტრმა ბრიუსელის წამყვან კვლევით ორგანიზაციასთან, ევროპული პოლიტიკის ცენტრთან ერთად ნატო- საქართველოს პოლიტიკის მიმოხილვა წარმოადგინა - "10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ-რატომ უნდა გააორმაგოს ნატომ ფსონი საქართველოზე".

დოკუმენტში ISFED და EPC რეკომენდაციებში მთავარ აქცენტს აკეთებენ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რამაც საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობას ხელი უნდა შეუწყოს. ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკვლავების მნიშვნელობა.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, ალიანსმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და დაგმოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. გაწევრიანების ინსტრუმენტებზე საუბრისას პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს წევრობა არ უნდა იყოს სამოქმედო გეგმაზე (MAP) დამოკიდებული.

როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ისე, წლიური ეროვნული პროგრამა, ორივე წარმოადგენს ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობისა და წევრობისთვის მზადების „გზამკვლევს“. შესაბამისად, ორივე მათგანი აღიარებული უნდა იქნას ალიანსში საქართველოს გაწევრიანების ძირითად ინსტრუმენტებად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა