ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე საზოგადოებისთვის მისაღები პირების წარდგენა მოხდეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამსხვილებული სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე საზოგადოებისთვის მისაღები პირების წარდგენა მოხდეს.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაღები და გასაგები ის ადამიანები, რომლებიც ამ მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ.

„სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში მთელი რიგი მიმართულებები ერთმანეთს შეერწყა და რამდენიმე სამინისტრო გამსხვილდა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია პიროვნებები, რომლებიც ამ გაფართოებულ პორტფელებს ჩაიბარებენ და იქნებიან პასუხისმგებელი კონკრეტული მიმართულებების წარმატებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური წონის, ხედვისა და უნარების მქონე ადამიანებს ჩააბარონ გამსხვილებული პორტფელები“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს