GIPA და განათლების სამინისტრო ერთობლივ სოციალურ პროექტს იწყებენ

GIPA და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთობლივ სოციალურ პროექტს იწყებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, პროექტის მიზანი სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი წახალისება და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად, „განათლების უფლება მოქალაქეთა ერთ-ერთი არსებითი სოციალური უფლებაა და იგი ქმნის როგორც მისი პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების განვითარების წინაპირობებს“. ამ მიზნით, GIPA-ში, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა შესაბამისი „მხარდაჭერის ფონდი“, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ქვემოთ მოცემული სოციალური ჯგუფებიდან შერჩეულ 5 სტუდენტს ნაწილობრივ ან მთლიანად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური. დაფინანსება შეეხებათ პირებს, რომლებმაც ჩააბარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდები და სარგებლობენ შემდეგი სოციალური სტატუსით: ა) სოციალურად დაუცველი; ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე;

დ) იძულებით გადაადგილებული; ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის (ლაზები, დეპორტირებული მესხები, ფერეიდნელი ქართველები და სხვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა; ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები; ზ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები; დ) მრავალშვილიანი ოჯახების წევრები; ე) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გარდაცვლილ პირთა შვილი/ოჯახის წევრი.

მიღების წინაპირობებია საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური ზღვარის გადალახვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, შიდა საუნივერსიტეტო მისაღები პროცედურების გავლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს