ანა ნაცვლიშვილი - ზაზა სარალიძის უკან ათასობით გაუბედურებული ადამიანი შეიძლება დაინახო, ვინც სახელმწიფოსგან სამართალს ითხოვს და ვერ იღებს

ზედაპირზე ამოვიდა, თუ რამდენი პრობლემა და ხარვეზია ხორავას ქუჩის საქმეში, ზაზა სარალიძის უკან ათობით და ათასობით გაუბედურებული ადამიანი შეიძლება დაინახო, ვინც სახელმწიფოსგან სამართალს ითხოვს და ვერ იღებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ყველა ის ფაქტი, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში ამოტივტივდა, აჩვენებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში, პროკურატურაში და საგამოძიებო მიმართულებით არაერთი ცვლილებაა გასატარებელი.

„როდესაც ასეთ გახმაურებულ საქმეზე ასე მოქმედებს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდება სხვა საქმეებზე, სადაც დაზარალებული ადამიანები გაცილებით მარტო არიან უსამართლობასთან“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს