პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვარშავა მოხარულია, რომ ევროპა და აშშ მხარს უჭერენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

„მთლიანობაში მოლაპარაკებები, ვლადიმერ პუტინის სურვილი დაარწმუნოს პრეზიდენტი ტრამპი პოლიტიკის შეცვლაში კრიტიკას არ იმსახურებს, თუმცა, ვნახოთ თუ როგორი ეფექტი ექნება ამას“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ასე აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია ამ შეხვედრის შესაძლო შედეგებზე საუბარი. მისივე თქმით, ვარშავა მოხარულია იმით, რომ ევროპა და აშშ მხარს უჭერენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შედგება.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს