შს მინისტრის მოადგილე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციას გაუგებარს უწოდებს

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის აზრით, იმ კითხვებს, რაც ხორავას საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა და რისთვისაც საგამოძიებო კომისია შეიქმნა, პასუხები უკვე გაეცა.

რაც შეეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციას შსს-სადმი, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ეს გამოძიება ცალკე გამოყოფილი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს და "გაუგებარია, ამდენი ხნის მუშაობის შედეგად საგამოძიებო კომისია მხოლოდ ამ დასკვნამდე რომ მივიდა".

"ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიამ გასცა. ეს არის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება. თუმცა მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა იგივე ფარდულთან დაკავშირებით, თითქოსდა გაღუნულ დანასთან დაკავშირებით, პასუხი უკვე გაეცა. ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გასცა, ცოტა არ იყოს, ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე, რაზეც კომისია მოგვიწოდებს, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში. ამიტომ ცოტა გაუგებარია, ამდენი ხნის მუშაობის შედეგად მხოლოდ ამ დასკვნამდე რომ მივიდა საგამოძიებო კომისია",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა