ზაზა სარალიძე შს მინისტრს 14.00 საათზე შეხვდება

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას 14:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრას სახალხო დამცველი და ზაზა სარალიძის ადვოკატი დაესწრება.

ამ შეხვედრის დეტალებზე, ზაზა სარალიძემ გენერალური ინსპექციის უფროსთან დღეს, შსს-ს ეზოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ზაზა სარალიძის თქმით, თუ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგინდა, გამორიცხული არ არის, მასშტაბური აქციები გაიმართოს.

"დავგეგმეთ შეხვედრა. შეხვედრაზე სავარაუდოდ, შს მინისტრი და მისი მოადგილეეებიც იქნებიან. მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებასთან ერთად გავეცნობით კალანდიას ჩვენებასაც. კალანდიას დაკავების საკითხი აქამდეც უნდა დამდგარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაცაზე თავს იკავებენ. თუ ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, წინასწარ არაფერს ვიტყვი, თუმცა შესაძლოა, გაგრძელდეს არამარტო ერთკაციანი, არამედ მრავალკაციანი აქციაც. იმედია, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სარალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა