დავით ჭიჭინაძე - როგორც ჩანს, საღამოს ბოკერია „ვიკიპედიაზე“ წერს, დილით კი ჭიაბერაშვილი ინფორმაციას კითხულობს

როგორც ჩანს, საღამოს ბოკერია „ვიკიპედიაზე“ წერს, ხოლო დილით ჭიაბერაშვილი ინფორმაციას კითხულობს, - ამის შესახებ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათს. კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებით რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური. კამათის ერთ-ერთი საგანი იყო ჭიაბერაშვილის მიერ სიღარებასთან დაკავშირებული განცხადებაც.

„როგორც ჩანს, ბატონი ზურაბი წაბრძანდა ახლა „ვიკიპედიაში“ ინფორმაციის გადასამოწმებლად. პარლამენტის წევრი რომ „ვიკიპედიათი“ ილაპარაკებს, იმით ყველაფერი ნათქვამია. ეტყობა, საღამოს ბოკერია წერს და დილით ჭიაბერაშვილი კითხულობს და გვიმტკიცებს რა არის სიმართლე ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა