„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები კომპანიაში დასაქმდნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები კომპანიაში დასაქმდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სსე-ს სასწავლო ცენტრში ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა. 22 კურსდამთავრებული სსე-ს სხვადასხვა რეგიონულ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდება.

დაჯილდოების ცერემონიაზე, სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ გადასცა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლება-გადამზადების კურსი 250-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 80%-ზე მეტი სსე-ში დასაქმდა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ ენერგეტიკულ კომპანიაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2018 წლის შემოდგომაზე სტუდენტთა ახალ ნაკადს მიიღებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა