ეკა გიგაური - უნდობლობა, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, ლეგიტიმურია, რადგან თვეების განმავლობაში მის კითხვებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხი არ გაეცა

ის უნდობლობა, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში ამ ადამიანის კითხვებს არ გაეცა სახელმწიფოს მხრიდან პასუხი, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შსს-მ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის საპასუხოდ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ზაზა სარალიძეს არ ჰქონდეს კითხვის ნიშნები განახლებულ გამოძიებასთან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ უწყებამ პასუხი გასცეს რეკომენდაციებს და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საგამოძიებო კომისიამ

დაადგინოს მთავარი საკითხი - იყო თუ არა მცდელობა, რომ ამ საქმის გამოძიებაზე განხორციელებულიყო გავლენა და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სუბელიანის სავარაუდო ჩართულობაზე, საუბარია ასევე იმაზე, ვის ეკონტაქტებოდა სუბელიანი და ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო