ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა

2018 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 2,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-14,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-13,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,3 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (-0,8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (0,9 პროცენტი);

ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 0,8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 1,1 პროცენტით, რაც 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1,6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ

ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4,6 პროცენტიანი ზრდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8,3 პროცენტი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რაც 0,43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9,2 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 4,9 პროცენტით, რაც 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (8,9 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა 7,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-7,9 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-6,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა