,,ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, ზესტაფონს აშშ-დან ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იბერიელები” ეწვია

,,ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური მხარდაჭერით, ზესტაფონს ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იბერიელები” ეწვია.

კომპანიის ინფორმაციით, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ რონსონში, წმ. გრიგოლ ხანძთელის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლ „იბერიელებს“, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების სურვილით, საფუძველი 5 წლის წინ, ზესტაფონელი გოჩა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით ჩაეყარა.

ანსამბლის ჩამოსვლის მიზანს, ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვებისათვის, ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული ღირებულებების ადგილზე გაცნობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დელეგაცია ათი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გამართავს კონცერტებს.InterPressNews.Ge

,,განსაკუთრებით ემოციურია დღევანდელი დღე ჩემთვის, რადგანაც ზესტაფონი ჩემი მშობლიური ქალაქია. მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის მერს და ,,ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს. რომ არა მათი კეთილი ნება, დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით”, – განაცხადა გოჩა მაღლაკელიძემ.

ანსამბლს, უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ,,ზესტაფონმა” და ,,ბერმუხამ” უმასპინძლეს.

გოჩა მაღლაკელიძის თქმით, შესული თანხა ემიგრანტი ბავშვების სახელით ქველმოქმედებას მოხმარდება.InterPressNews.Ge

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის დაწყების მიზანი იყო, ამ ბავშვების ჩამოსვლა საქართველოში, რათა ენახათ, თუ რა არის შრომის ფასი, რომ ცეკვა არ არის მარტო გართობა.

„ქართველი ემიგრანტების თანადგომით, რომლებიც დელეგაციაში არიან და ესწრებოდნენ ღონისძიებას, ანსამბლი „იბრიელები“ შეიქმნა. თავიდან დავიწყეთ 10 ბავშვიდან, გავიზრდეთ, შევქმენით ის, რაც დღეს ვაჩვენეთ ჩვენს საყვარელ ზესტაფონელებს. ჩემი ოცნება და მიზანი ამ პროექტის დაწყების დროს იყო ის, რომ ეს ბავშვები ჩამობრძანებულიყვნენ საქართველოში, ენახათ, თუ რა არის შრომის ფასი, რომ ცეკვა არ არის მარტო გართობა. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე“.InterPressNews.Ge

„ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშებადნობთა ქარხნის დირექტორის მოადგილის წარმოების უზრუნველყოფის დარგში, გოჩა ქურდაძის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის კეთილი ნებაა, რომ აფინანსებს ამ ღირსშესანიშნავ საღამოებს და ჩუქნის ქალაქს.

„დღევანდელი საღამოსთვის დიდი მადლობა მის ორგანიზატორს, დამფინანსებელს, კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას ნიკოლოზ ჩიქოვანს და მთლიანად ქალაქის საზოგადოებას, რომელმაც დღეს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისგან დიდი სითბო მიიღო და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ამ ისტორიულ კედლებში კიდევ ერთი ლამაზი დღე გაუთენეს ქალაქს“, – განაცხადა გოჩა ქურდაძემ.

ანსამბლ ,,იბერიელის” მოცეკვავის ნუცა მერაბიშვილის თქმით, ძალიან გახარებულები არიან, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა