სოფიო კილაძე - მამუკა ბახტაძის ინიციატივა ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

საქართველოს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

როგორც „ინტერპესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირეს.

როგორც სოფიო კილაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია პარლამენტმა მხარი დაუჭიროს როგორც სახელმწიფო ხარჯების რაციონალურ განაწილებას, ისე სტრუქტურების ეფექტიანობის გაზრდას.

„მამუკა ბახტაძის ინიციატივა, ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული. მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღებიდან მოქალაქემდე სიკეთე უფრო სწრაფად და ეფექტიანად მივიდეს. მეორე მხრივ, ცვლილებების შედეგად, გამოთავისუფლდება 100-120 მილიონი ლარი, რაც სრულად იქნება მიმართული სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა