„ბიბლუსმა“ ცოტნე დადიანის 137-ში, 57-ე ფილიალი საზეიმოდ გახსნა

„ბიბლუსმა“ ცოტნე დადიანის 137–ში, 57–ე ფილიალი საზეიმოდ გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსიდან“ აცნობეს, საქართველოს უდიდესმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა 57–ე ფილიალის გახსნა წიგნებზე გრანდიოზული ფასდაკლებით, სასიამოვნო მუსიკით და ტკბილეულით აღნიშნა.

„ჩვენი კომპანიის ისტორიაში დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – თბილისში, ცოტნე დადიანის 137–ში, ახალი, 57–ე ფილიალი გავხსენით. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს დღე ჩვენი სტუმრებისთვისაც განსაკუთრებული ყოფილიყო. პირველმა 57 მომხმარებელმა –50%–იანი ფასდაკლებით ისარგებლა, დანარჩენებმა კი მთელი დღის განმავლობაში წიგნები –20%–იანი ფასდაკლებით შეიძინეს. სპეციალურად მათი განწყობისთვის, ფილიალი ფერადი ბუშტებით გავაფორმეთ. მომხმარებლებს წიგნის კაფე „პიატოს“ უგემრიელესი მაფინებითაც გავუმასპინძლდით. ფილიალების გახსნას სამომავლოდაც ვგეგმავთ. როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, რათა წიგნი კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა „ბიბლუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

„ბიბლუსის“ ინფორმაციით, 2 ივლისს, ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზიაში სხვადასხვა აქტივობებიც დაიგეგმა. სტუმრებს სპეციალურად მოწვეული ანიმატორები შეეგებნენ. დღის მეორე ნახევარში კი ბლიცგათამაშებაც მოეწყო. საჩუქრების სახით მომხმარებლებს გამომცემლობა Palitra L–ის მიერ დაბეჭდილი ბესტსელერები, ონლაინმაღაზია allwine.ge-ის ღვინოები, წიგნის კაფე „პიატოს“ ვაუჩერები, სასკოლო ნივთები და სხვა საინტერესო სიურპრიზები გადაეცათ.

„მოხარული ვარ „ბიბლუსის“ ახალი ფილიალის გახსნით. პირველ 57 მომხმარებელს შორის აღმოვჩნდი, რამაც ძალიან გამახარა. წიგნები დღეს 50%–იანი ფასდაკლებით შევიძინე. ჩემმა მეგობარმა კი თქვენგან საჩუქრად, ულამაზესი სკოლის ჩანთა მიიღო, რომელიც აუცილებლად გამოადგება მის პატარას. ბევრი დადებითი ემოცია მივიღეთ თქვენგან. მინდა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეთ. კიდევ უფრო მეტი მკითხველი გყავდეთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეაყვაროთ კითხვა. მადლობა თქვენ“, – განაცხადა „ბიბლუსის“ მომხმარებელმა თეონა ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო