ზაზა სარალიძე შს მინისტრს ხვდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედეგად დაღუპული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება. გიორგი გახარიასთან შეხვედრა შსს-ში მიმდინარეობს და მას სარალიძის ადვოკატიც ესწრება.

როგორც ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მოითხოვენ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.

ადვოკატის მტკიცებით, არსებობს ერთზე მეტი პირის დაკავების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ საუბარი, ადვოკატი პასუხობს, რომ "ამაზეც იქნება საუბარი".

"რაც შეეხება მ.კ-ს ქმედებას, ვფიქრობთ, რომ დრო არის მის ქმედებასაც მიეცეს კვალიფიკაცია. ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც მიიღო დანაშაულში მონაწილეობა, მათ შორის იქნება მ.კ. თუ დაემატება კიდევ სხვა პირი, ეს მსჯელობის საგანი გახდება. საგამოძიებო კომისიას აქვს ორი რეკომენდაცია ამის თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის საკმაოდ დასაბუთებული, სამართლიანი რეკომენდაცია და ჩვენ მათ შესრულებას ვითხოვთ. მათ შორის, ერთ-ერთი ეხება მ.კ-ს ქმედებას. კომისიის მეორე რეკომენდაციაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ დაჭრილი ადამიანი, არასრულწლოვანი ბავშვი არსებობს და ამ კუთხით დღემდე არანაირი ქმედება არ არის განხორციელებული.12 დღის მერე ჩაუტარდა მას ექსპერტიზა", - განაცხადა ლონდარიძემ.

მისი თქმით, საქმის მასალები სრულად იძლევა იმ პირების იდენტიფიცირების საშუალებას, ვინც შემთხვევაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა