გედევან ფოფხაძე - მთავარი სადარდებელი სტრუქტურული ცვლილებების დროს არის ის, რომ ფუნქციების გადანაწილებისას რომელიმე ფუნქცია არ დაიკარგოს

მთავარი სადარდებელი სტრუქტურული ცვლილებების დროს არის, რომ ფუნქციების გადანაწილების დროს, რომელიმე ფუნქცია არ დაიკარგოს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. სხდომაზე სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ასევე მისასალმებელი იქნება თუ დევნილთა სამინისტროს გარკვეული ფუნქციები აფხაზეთის მთავრობას გადაეცემა.

„მივესალმები წარმოდგენილ ცვლილებებს. არის ერთი მთავარი სადარდებელი, რომ ფუნქციების გადანაწილების დროს, რომელიმე ფუნქცია არ დაიკარგოს და რამესთან მიმართებაში არ დავკარგოთ ეფექტურობა. ერთ კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი, რაც ეხება დევნილთა სამინისტროს და ჩემთვის სადარდებელი ეს არის ინიციატივა, რომელიც დევნილთა სამინისტრომ გააჟღერა, რაც შეეხება დევნილთა ქონების რეგისტრაციის საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გადანაწილებაში რამდენად არის პოლიტიკური ინიციატივები ასახული და სტრუქტურა თუ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ესა თუ ის დეპარტამენტი, რომელიც სხვა სამინისტროში წავა, ამ იდეას დაიცავს და შეძლებს ამ იდეის პოლიტიკურ რეალიზაციას. აფხაზეთის მთავრობასთან მიმართებაში თუ არის შესაძლებელი გარკვეული ფუნქციების გადანაწილება, კარგი იქნებოდა, ეს არის მათი პირდაპირი სივრცე. ამ ფუნქციების გადანაწილების დროს არ იქნებოდა ურიგო თუ მათაც მივცემდით საშუალებას აეღოთ ისეთი ვალდებულება, რომელიც დევნილთა სამინისტროს ჰქონდა. შესაძლოა, უფრო ეფექტურადაც მოხდეს ამ კონკრეტული მიმართულების განხორციელება“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს