2018 წელს მსოფლიოს 22 ქვეყანაში 66 ჟურნალისტი დაიღუპა

2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოს 22 ქვეყანაში 66 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign ავრცელებს.

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 22 ქვეყანაში 66 ჟურნალისტია მოკლული, რაც 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1/3-ით მეტია.

ანგარიშში მოყვანილი მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ჟურნალისტი ავღანეთში (11), მექსიკაში (8), სირიაში (7), აშშ-ში (6) და იემენში (5) დაიღუპა.

„არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign გმობს ამ თავდასხმებს და მთავრობებს მოუწოდებს დამნაშავეებს პასუხი აგებინონ“, - ნათქვამია ანგარიშში.