შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ ესწრება

შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

კომისიის სხდომა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენით უნდა განახლებულიყო, თუმცა პარლამენტში მხოლოდ ირაკლი ფიფია და შალვა ბედოიძე გამოცხადნენ. მათ არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს იმის თაობაზე, თუ რატომ არ ესწრება სხდომას იოსებ სიგუა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ იოსებ სიგუა სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება. ასევე, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებს სიგუა კომისიაზე გამოცხადებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა