სომხური მედია - ლარსის გამშვებ პუნქტზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი 1500-მდე სატვირთო მანქანაა გაჩერებული

საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 1500 სომხური სატვირთო მანქანა დგას, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადააქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნეს, ამის მიზეზი ის არის, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც რიგის დაჯავშნას ითვალისწინებს.

„სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო ქართველ და რუს კოლეგებს ეკონტაქტება აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად“, - წერს სომხური მედია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს