ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, კონკურენციის სფეროში მეორე საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, კონკურენციის სფეროში მეორე საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე და კომიტეტის სხვა წევრები.

„კონკურენციის სფეროში მეორე საერთაშორისო კონფერენციას - “კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც 28-29 სექტემბერს საქართველოში გაიმართება, დაესწრებიან: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მეგობარი ქვეყნების კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები; აკადემიური წრეების წარმომადგენლები; კონკურენციის პოლიტიკის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ.

„საქართველო ხდება კონკურენციის საერთაშორისო ოჯახის ღირსეული წევრი და, შესაბამისად, კონფერენცია, სადაც განიხილება თემები, როგორიცაა – საქართველოს კონკურენციის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია; კარტელური შეთანხმების სახეები, სპეციფიკა და შეფასების თეორიული საფუძვლები; დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დახმარებები; კონკურენციის პრობლემატიკა სახელმწიფო შესყიდვებში; კონკურენციის პოლიტიკა რეგულირებად სექტორებში; ობიექტური გამართლების კრიტერიუმები კონკურენციულ სამართლებრივ დავებში და ა.შ. კონფერენციის ორგანიზატორებს სრული მობილიზება გვმართებს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა შეხვედრაზე.

კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან – საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ევროკავშირი საქართველოსთვის – პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საორგანიზაციო კომიტეტის პირველ სამუშაო შეხვედრაზე კონფერენციის მოსამზადებელი საკითხები, პრიორიტეტების მიხედვით, გადანაწილდა და სამუშაო-სამოქმედო გეგმა დეტალურად გაიწერა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეებს ეძღვნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო