ოთარ კახიძე - მთავარი ხარვეზი, რომელიც საპროკურორო საბჭოშია შესაცვლელი, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანია

მთავარი ხარვეზი, რომელიც საპროკურორო საბჭოშია შესაცვლელი, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანია, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს, საპროკურორო საბჭოში ცვლილებების საჭიროების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, გარდა საბჭოს თავმჯდომარის შეცვლისა, საჭიროა ასევე შეიცვალოს საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესიც.

„მთავარი ხარვეზი, რომელიც საპროკურორო საბჭოშია შესაცვლელი, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანია. ამ ხარვეზის შეცვლის შემდგომ, რაც აუცილებელია და ერთ-ერთი საკვანძო, არის შესაცვლელი თავად საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი. რაც შეეხება კანდიდატურებს, „ევროპულმა საქართველომ“, თუნდაც ამ ხარვეზიანი წესითაც კი, ვინმეს რამე სათქმელიც რომ არ ჰქონოდა, შევთავაზეთ პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი შალვა შავგულიძის კანდიდატურა და ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ასეთი მთავარი პროკურორი სჭირდება საქართველოს, ვინაიდან დღეს, როგორც არასდროს პროკურატურას ესაჭიროება ნდობა საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა კახიძემ.

რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატებს, მათ შორის შალვა თადუმაძის კანდიდატურას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მომავალი მთავარი პროკურორი „ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი“ არ უნდა იყოს.

„კანდიდატებთან დაკავშირებით ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ უნდა იყოს ივანიშვილის გუნდის მორიგი წარმომადგენელი. ჩვენ უკვე ვიხილეთ თუ როგორ პროკურორებს არჩევს ივანიშვილი. ამიტომ შევთავაზეთ შალვა შავგულიძის კანდიდატურა, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ ან ახლანდელი ხელისუფლების სამსახურშია ან წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშაა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს