მამუკა მდინარაძე - შსს-ს ინფორმაციით, იოსებ სიგუას სიცხე აქვს, თუ მასთან კითხვები იქნება, მაშინ დავუსვამთ, როცა სიცხე აღარ ექნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუასადმი დარჩება კითხვები, მას გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად მოუწევს კომისიის სხდომაზე მისვლა.

„სიგუას ხელმძღვანელის განცხადებით, მას აქვს სიცხე. ამას პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ, თუ მასთან კითხვები იქნება, როდესაც აღარ ექნება სიცხე და გაუვლის, შემდეგ დავუსვამთ ამ კითხვებს. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს მოხდება ეს თუ რამდენიმე დღის მერე“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სიგუამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა, მდინარაძე ამბობს, რომ თბილისის პოლიციის უფროსისგან ასეთი განმარტება არ მიუღია.

„პატაკზეც შევეკითხეთ, ასევე ვკითხეთ, რატომ არ მოვიდა სიგუა. მათი განმარტებით, ცუდად არის, გუშინაც ცუდად იყო, მაგრამ მაინც იყო მოსული, დღეს კი ვეღარ შეძლო. ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან თუ დარჩება კითხვები, გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად მოუწევს მისვლა“, - დასძინა მდინარაძემ.

შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას, ოფიციალური მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ ესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს