შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლარსის საბაჟო პუნქტი შეფერხებით რუსული მხარის მიზეზით მუშაობს

რუსეთი ყაზბეგის მიმართულებით სატვირთო მანქანების მიმოსვლას მე-6 დღეა შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლარსის გამშვებმა-პუნქტმა ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლები სატვირთო ავტომობილი გაატარა.

„მეექვსე დღეა შეზღუდვებით ვმუშაობთ იმიტომ, რომ რუსული მხარე არ ატარებს იმ რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რა რაოდენობის გატარებაც შეუძლია ამ საბაჟოს. დღე-ღამის განმავლობაში ზოგადად თუ მოძრაობს 500-600 სატვირთო მანქანა, ახლა 24 საათის განმავლობაში 250-ზე მეტი არ გაატარა. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ არის ტურისტული სეზონი და მათთვის პრიორიტეტულია ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უცნობია, როდის აღდგება საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩვეული რეჟიმით მუშაობა, რადგან რუსული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის.

„როდის აღდგება ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ამასთან დაკავშირებით არ ამბობენ არაფერს. ჩვენ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა შევთავაზეთ, თუმცა უშედეგოდ,“ - განაცხადა მან.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გამტარი ზოლებიც შეზღუდულად მუშაობს და ამ დროისათვის საქართველოს მხარეს 600-მდე სატვირთო რუსეთის მიმართულებით გასვლას ელოდება.

„ამ წუთისთვის 600-მდე სატვირთო მანქანა ელოდება გასვლას. არ ვიცით, რა რაოდენობის მანქანებია რუსეთის მხარეს დაგროვილი, რომლებიც აქეთ გამოსვლას ცდილობენ. ჩვენ არანაირი ტექნიკური შეფერხება არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებული ვართ მეზობელ ქვეყანაზე - რუსეთზე, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოს,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო