კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. ყოფილი პარლამენტარი მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით საქმის აღძვრას ითხოვს.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, „რუსთავი 2“-ის ეთერში ექსპრეზიდენტმა აღიარა, რომ ჩანაწერი ვანო მერაბიშვილთან ერთად მისი დაკვეთით მომზადდა, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კი, დეპუტატის ფარული მიყურადება აკრძალულია. მისი თქმით, ეს ფაქტი სრულყოფილად არ გამოიძიეს. დავითაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით მასზე სამჯერ მოხდა თავდასხმა, ერთხელ კი ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას. საუბარია 2006 წელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ფარულად მომზადებულ ჩანაწერზე.

„მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყოს მათი მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც პრაქტიკულად სააკაშვილმა აღიარა „რუსთავი 2“-ის ეთერში. სააკაშვილმა გაანდო საზოგადოებას, რომ ფარული ჩანაწერი, რომლის გაკეთებაც კანონით დეპუტატის მიმართ აკრძალული იყო, განხორციელდა მერაბიშვილის მიერ სააკაშვილთან შეთანხმებით. მან სააკაშვილს ახარა, რომ დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად აქცევდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო ნიკა გვარამიას, მან მრავალი წლის დაგვიანებით გაიხსენა, რომ ოდესღაც პროკურორის მოადგილე იყო და ეთერში დაჰკითხა მიხეილ სააკაშვილი. ჩემ მიმართ იმდენი უბედურება მოხდა, ერთმანეთში ერევა ყველას. სამი თავდასხმა, ერთი მკვლელობის მცდელობა. ამაზე არ აღძრულა საქმე. მაშინ ეს ყველაფერი გაფორმდა როგორც სუფრის წევრის პირადი მასალა, რომელმაც მიაწოდა მედიას ჩანაწერი. ეს ადამიანი ავარიაში გარდაიცვალა. მე ამ გარემოებების გამოძიებასაც მოვითხოვ. ვფიქრობ, მოწმე, სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიშორა. გამოძიებას ვითხოვ იმ საქმეზე, რაც აქამდე არ ყოფილა. მაშინ მოქმედი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით არ შეიძლებოდა ჩანაწერის მომზადება. მათ კონფიდენტის მეშვეობით გაავრცელეს „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მიზნით, ეს უკანონო მიყურადება იყო“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა