ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.