გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 4 ივლისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს;

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს;

ისნის რაიონში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, წალენჯიხის, მებაღიშვილის, მიქელაძის, ნანეიშვილის, ტოლენჯის, აფანასიევის, დურმიშიძის, შერვაშიძის და ამირეჯიბის ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა