დღეის მდგომარეობით, ატმის ექსპორტის მაჩვენებელი 2,955 ტონაა

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 2,955 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 2,610 ტონით (9-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 2 ივლისის მდგომარეობით, 1,619 ათასი აშშ დოლარს შეადგენს. ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (63,8 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (17,4 %), სომხეთის რესპუბლიკაში (15,5 %), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხორციელდება.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

10-15 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც „ატმის რთველი“ აქტიურ ფაზაში შევა, ქვეყნის მასშტაბით ატამს 2 გადამამუშავებელი ქარხანა ჩაიბარებს (თელავში, შპს „აჩინებული“ და გორში „კულა“). საჭიროების შემთხვევაში, გაიხსნება გურჯაანში არსებული ქარხანაც.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს