საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცის შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცის შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იღებს ვალდებულებას, კეთილი ნების საფუძველზე ასოციაციის წარმომადგენლები ჩართოს დაგეგმილ ტრენინგებსა და მიმდინარე საქმიანობებში.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია თანხმდებიან მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთობლივი საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად, ასევე საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის საქმეში და სხვა ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც არ იქნება აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იღებს ვალდებულებას კეთილი ნების საფუძველზე ასოციაციის წარმომადგენლები ჩართოს დაგეგმილ ტრენინგებსა და მიმდინარე საქმიანობებში.

მემორანდუმის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა ხორციელდება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლურ პრინციპებზე, საზოგადოებისა და ასოციაციის წესდებაზე და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით“, - აცხადებენ წითელი ჯვრის საზოგადოებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა