“თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ზაფხულის საბურავებს უპრეცედენტო ფასად სთავაზობს

„თეგეტა“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში - „სადაც არ უნდა მიდიოდე”, მომხმარებელებს ზაფხულის საბურავებს უპრეცედენტო ფასად 49 ლარიდან სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ამასთანავე სპეციალური ფასი მოქმედებს Toyota Prius-ის ზაფხულის საბურავებზე, მათი შეძენა 80 ლარიდან არის შესაძლებელი.

„ასევე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ Bridgestone-ის და Riken-ის ბრენდის მიკროავტობუსების ზაფხულის საბურავებზე. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა სერვის ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.

Bridgestone გახლავთ მსოფლიოს წამყვანი იაპონური ბრენდი საბურავების წარმოებაში, რომელიც აწარმოებს საბურავებს როგორც მსუბუქი, ასევე 4X4 -ზე და სატვირთო ავტომობილებისთვის. კომპანია არსებობის მანძილზე მუდმივად გამოირჩევა წარმოების ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით.

Riken-ი არის Michelin-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმ კლასის საბურავების მწარმოებელი ევროპული ბრენდი, რომელიც გამოირჩევა საბურავების წარმოების საუკეთესო ხარისხით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ზაფხულის სეზონზე უსაფრთხო მოძრაობისათვის მნიშვნელოვანია საბურავები გვქონდეს სეზონის შესაბამისი, ვინაიდან გაცვეთილი ან არა სეზონური საბურავები ვერ უზრუნველყოფს სათანადო დამუხრუჭებას, მით უფრო მაღალი ტემპერატურისას რა დროსაც მცირდება სამუხრუჭე მანძილი. ვინაიდან მაღალ ტემპერატურაზე საბურავის რეზინა მეტად რბილდება, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ზაფხულის საბურავები, "თეგეტაში" ზაფხულის საბურავების ყველაზე დიდი არჩევანია წარმოდგენილი.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: www.shop.tegetamotors.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს