გამომძიებელი ფიფია ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩის ფარდულში ჩხუბისას დავით სარალიძესთან გ.ბ-ს კონტაქტზე მიხეილ კალანდიას გარდა, არც ერთ მოწმეს არ მიუთითებია

შსს-ს გამომძიებელი ირაკლი ფიფია ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩის ფარდულში ჩხუბისას დავით სარალიძესთან გ.ბ-ს კონტაქტზე მიხეილ კალანდიას გარდა, არც ერთ მოწმეს არ მიუთითებია.

საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, მაშინ, როდესაც 6 მოწმის ჩვენებით, ფარდულში დავით სარალიძესთან ჩხუბში ჩართულნი იყვნენ მიხეილ კალანდია და გ.ჯ., გამომძიებლებს შეეძლოთ თუ არა მიხეილ კალანდიას გარდა ერთი მოწმის დასახელება მაინც, რომელიც მიუთითებდა გ.ბ-ის შემხებლობას სარალიძესთან. გამომძიებელ ფიფიას განმარტებით, გ.ბ თავად ამბობს, რომ ფარდულში იმყოფებოდა, თუმცა სარალიძესთან ფიზიკურ კონტაქტს რაც შეეხება, მიხეილ კალანდიას გარდა, არც ერთ ჩვენებაში არ ადასტურებს.

ოთარ კახიძე დაინტერესდა, ასეთ შემთხვევაში რატომ გაუცვალა პროკურორმა ფხაკაძემ ადგილები გ.ბ-სა და მ.კ-ს - მ.კ. გამოიყვანა ფარდულიდან 8-9 მეტრში და გ.ბ. შეიყვანა ფარდულში? საპასუხოდ გამომძიებელმა აღნიშნა, რომ პროკურორ ზვიად ფხაკაძის ნაცვლად კითხვას პასუხს ვერ გასცემს, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებას არ იცნობს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის უშუალო გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მაშინ, როცა დავით სარალიძემ გ.ჯ. ფარდულში შეაგდო, მას ფარდულში მყისიერად მ.კ და ასევე, დ.ღ. შეჰყვნენ. კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელ ფიფიას პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტება მოასმენინეს, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ფარდულში დავით სარალიძეს ჭრილობებს აყენებდნენ, მ.კ. ამას ფარდულიდან 8-9 მეტრის მოშორებით ხედავს და ფარდულისკენ მიემართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო