რუხის სავაჭრო ცენტრში ნაყინისა და ფერების ფესტივალი გაიმართა

რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ გრძელდება. ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, რუხის სავაჭრო ცენტრში მიმდინარე ერთთვიანი ფესტივალის ფარგლებში, ფერებისა და ნაყინის ფესტივალი ჩატარდა, რომლებშიც მონაწილეობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, რუხის სავაჭრო ცენტრში ფერების ფესტივალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „Check in Georgia“-ს ფარგლებში გაიმართა. „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი კი კონცერტსა და მრავალფეროვან სახალისო თამაშებს მოიცავდა. სხვადასხვა ქალაქიდან ღონისძიებაზე ჩასულ ბავშვებს ნაყინები უფასოდ დაურიგეს.

ფერებისა და ნაყინის ფესტივალებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ღონისძიებების მხარდამჭერები „საპარტნიორო ფონდი“, რუხის სავაჭრო ცენტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არიან.

ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში, რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. ტარდება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება. ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა