ამერიკაში დღის ბოლომდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, სამშაბათს, დღის ბოლომდე, მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში 28 ივნისს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად, როდესაც გაზეთის რედაქციაში 5 ადამიანი მოკლეს, სახელმწიფო დაწესებულებების ყველა შენობაზე, მათ შორის თეთრ სახლზე, ქვეყნის დროშა დაშვებული იქნება.

მანამდე კი, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„ჟურნალისტები, ისევე, როგორც ყველა ამერიკელი, არ უნდა მუშაობდნენ შიშით, რომ მათზე თავდასხმა განხორციელდება“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.