მარიამ ჯაში - ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ იმ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მიმართულებებს, რომელიც ვირტუალურ მუზეუმებს უკავშირდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს ICOM-ის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს, სუეი აქსოისა და ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორს, ბიორნ სტენვერსს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. მათივე ინფორმაციით, მარიამ ჯაში მოხარულია, რომ საქართველო საერთაშორისო ფორუმებისა და სემინარების მასპინძლობით ერთგვარი ცენტრი ხდება მუზეუმების საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.

„ვისაუბრეთ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 18 მუზეუმს მოიცავს. ყურადღება გამახვილდა მთავარ ასპექტზე - მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა უფრო თანამედროვე და ინოვაციებზე დაფუძნებული გახდეს მუზეუმები საქართველოში ჩვენს კოლეგებთან ერთად მომავალში განვიხილავთ საპარლამენტო ინიციატივას, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნების პარლამენტებსა და ეროვნულ ასამბლეებში იქნება მნიშვნელოვანი მუზეუმების მხარდაჭერის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. განსაკუთრებით აქტუალურად წარიმართა ის დისკუსია, რომელიც კულტურისა და განათლების სისტემების ინტეგრაციას უკავშირდება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებისა და სტუდენტების რეგულარულ ვიზიტებს მუზეუმებში, ასევე, იმ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მიმართულებებს, რომელიც ვირტუალურ მუზეუმებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ საუნჯეებს უკავშირდება“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუზეუმების განვითარების თვალსაზრისით სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

„ამ კუთხით ჩვენ გვექნება გარკვეული ცვლილებები საკანონმდებლო რეგულაციებში. თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანი ხდება კერძო სექტორის როლი მუზეუმების პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება ჩვენი კომიტეტის მუშაობა ქველმოქმედების - ფილანტროპიის კანონზე, რათა ბიზნესს რეალურად გაუჩნდეს სტიმული, მოახდინოს ინვესტირება განათლების, კულტურის და სხვა სოციალურ სფეროებში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო