აშშ-ში, კანზასის შტატის ქალაქ ოვერლენდ-პარკის დაწყებითი სკოლის ტერიტორიაზე სროლისას ორი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ექიმების ცნობით, დაჭრილების მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიცია დამნაშვეს ეძებს. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.