ბაქოში ყველა მეტროს სადგური დაიხურა, მიმდინარეობს ევაკუაცია

აზერბაიჯანის დედაქალაქში ყველა მეტროს სადგური დაიხურა, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ერთ-ერთ მეტროს სადგურთან სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ელექტროკრიზისი გახდა. ცნობილია, რომ წუხელ, აზერბაიჯანის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა, რაც ქალაქ მინგიაჩევირში, თბოელექტროსადგურზე აფეთქებას უკავშირდება, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. „აზერენერჯის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, აფეთქება ძლიერმა სიცხემ გამოიწვია. დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ინციდენტში დამნაშავეების გამოვლენას ეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა