შსს - იუსტიციის სახლთან დაკავებულ არასრულწლოვანს 80-მდე ქურდობაში აქვს მონაწილეობა მიღებული

იუსტიციის სახლთან დღეს დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სს "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული მ.ბ. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღნიშნულ ქურდობასთან დაკავშირებით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქურდობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი სწორედ 14 წლის ასაკს მიღწეული მ.ბ. იყო.

„აღსანიშნავია, რომ მ.ბ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის მიღწევამდე 80-მდე ქურდობის ფაქტში მონაწილეობდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის შესაბამისად, მას ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა. ამ უკანასკნელი ქურდობის დროს, რომელშიც მ.ბ. იმხილება, ის უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული იყო, რის გამოც იგი შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, პოლიციის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.

პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მოყვანა დაუყოვნებლივ იქნა უზრუნველყოფილი, თუმცა მან არასრულწლოვნის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განცხადა და ორივე მათგანმა პოლიციის განყოფილება დატოვა“, - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს