5-7 ივლისს საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს

აღმოსავლეთ საქართველოში 40 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურა დღესაც შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35–40 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში კი, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და 30–32 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში – 31–33 გრადუსი იქნება. ამასთან, დასავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმაც.

5–7 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით და დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, რომლის დროსაც შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს; 6–7 ივლისს კი, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 33–35 გრადუსია მოსალოდნელი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22–27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 5 ივლისს 37 გრადუსი იქნება; 6 ივლისს – 36 გრადუსი, 7 ივლისს – 35 გრადუსი. 6–7 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

8–9 ივლისს კი საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო